ისტორია
 

სამეცნიერო პიკნიკი სხვადასხვა სახელწოდებითა და ვარიაციით ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ეფუძნება კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრისა და პოლონეთის რადიოს სამეცნიერო პიკნიკის წარმატებულ მოდელს, ევროპაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც მეცნიერებას ეძღვნება, და ასევე ღია ცის ქვეშ ეწყობა.

  • 2012 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკს ჰყავდა 7 000-მდე დამთვალიერებელი;
  • 2013 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი გახდა ევროპული სამეცნიერო ღონისძიებების ასოციაციის (EUSEA) წევრი და დამთვალიერებელთა რაოდენობამ შეადგინა 13 000. სამეცნიერო პიკნიკზე ილიაუნის ორგანიზებით საქართველოში პირველად გაიმართა ყველაზე მასშტაბური რობოტების თამაში.
  • 2014 წელს, წინა წლებთან შედარებით, დამსწრეთა რაოდენობა გაიზარდა 15 000-მდე. სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული იყო მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული ანიმატორი, რომელმაც ღონისძიების თითოეულ აქტივობას მოდერაცია გაუწია და უზრუნველყო დამსწრეთა ჩართულობა სახალისო სამეცნიერო აქტივობებში. 2014 წლის სამეცნიერო პიკნიკზე ხელმეორედ გაიმართა რობოტების თამაში.
  • 2015 წელს, წინა წლების მსგავსად, დაინტერესებულ ადამიანთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა პიკნიკის ვიზიტორთა რაოდენობამ 20 000- გადააჭარბა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ წელს მოეწყო ინოვაციურ გამოგონებათა პირველი გამოფენა საქართველოში, რომელმაც ვიზიტორთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.
  • 2016 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში

ვრცლად ინფორმაცია იხ. ბმულზე

https://sciencepicnic.iliauni.edu.ge/